უარის შემთხვევაში რადიკალურად უნდა ვიმოქმედოთ - ელენე ხოშტარია სააკაშვილის პროცესზე
ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ ისტორიული პროცესისი კიდევ ერთხელ გადადებაც და სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარიც, მიხეილ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება. "დროას" ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან რადიკალური მოქმედება იქნება საჭირო.
თუ მოხდება პროცესის გაჭიანურება, ეს იგივეა, მისთვის საიკვდილო განაჩენს მისჯა, ამიტომ უნდა იყოს მოქმედება. თუ მოხდება უარი, ამ შემთხვეავშიც უნდა იყოს მოქმედება. აქ არის პრეზიდენტის ფაქტორიც და მისი პასუხისმგებლობა ყველა სხვასთან ერთად, იმიტომ, რომ მას გააჩნია ეს ბერკეტი და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა აქ მოსული ხალხი არის გარკვეული გაფრთხილება, რომ „აქ ვართ, ვხედავთ,მაგრამ არის სივრცე, რომ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება“, სხვა შემთხვევაში ძალიან რადიკალურად უნდა ვიმოქმედოთ, - თქვა ხოშტარიამ.
მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ პროცესამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ პატიმარი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელოს. საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.