სააკაშვილის საქმე - რატი ბრეგაძის უწყება პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს
მიხეილ სააკაშვილის საქმე - პენიტენციური სამსახური ისტორიული პროცესის გადადებას ითხოვს.
როგორც რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, დოკუმენტაციის შესწავლა უნდა მოხდეს, ამისთვის კი ერთი თვეა სჭირდებათ.
"გონივრული ვადა გვესაჭიროება და ეს გონივრული ვადა ერთი თვეა" - თქვა მან.
9 დეკემბერს ადვოკატების მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც სასამართლოდან გავიტანეთ 12 დეკემბერს. დოკუმენტები საჭიროებს შესწავლა - დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა და ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“,- განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი წაიკითხა, სადაც წერია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.