,,ტვ პირველი" მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება - ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს.
ნოდარ მელაძე რატი ბრეგაძის უწყებას ეუბნება, რომ ,,ტვ პირველი" მზად არის, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ,,ტვ პირველი" მზად არის, აღმოგიჩინოთ უსასყიდლო ტექნიკური დახმარება და უზრუნველყოს მისი ტექნიკური საშუალებებით, მაღალი გარჩევადობის full HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა ,,ვივა მედიდან" თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე ტექნიკურად უზურნველყოს უკუკავშირი სასამართლოდან კლინიკაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მზად ვართ ,სიგნალის ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს დაუყონებლივ"- წერს ნოდარ მელაძე.
ცნობისთვის, პენიტენციურის თქმით, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.