22 დეკემბერი 11:00 საათი - მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 8 დღეში გაიმართება

14.12.22 12:31
22 დეკემბერი 11:00 საათი - მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 8 დღეში გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო საამართლო პროცესი 22 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ  ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა.

დაცვის მხარე შეეცადა, პროცესი უფრო ახლო ვადებში ჩანიშნულიყო, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა. გიორგი არევაძემ მიზეზად სხვა მნიშვნელოვანი საქმე დაასახელა, რომლის განხილვაც, მისი თქმით, ვადებში აქვს შეზღუდული. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლო მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათვაისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები