"მონა, არაკაცი ხარ, სააკაშვილს მიზანმიმართულად კლავთ" - ხმაური სასამართლოსთან
ხმაური სასამართლოს ეზოში - ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტი, ნიკა აბრამიშვილი, შეძახილებით გააცილეს.
ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭიროდ.
"მკვლელი, არაკაცი"- მიმართავდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ნიკა აბრამიშვილს. აქციის მონაწილეთა თქმით, "ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავს. ადგილზე შეკრებილები ითხოვდნენ პასუხს, რატომ მოითხოვა პენიტენციურმა სხდომის ერთი თვით გადადება.
საბოლოდ, ნიკა აბრამიშვილმა პოლიციის კორდონით დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო.