არსებობს ფოტო, როგორ გამოიყურება სააკაშვილი დღეს - რას გეგმავს დაცვის მხარე

14.12.22 13:19
არსებობს ფოტო, როგორ გამოიყურება სააკაშვილი დღეს - რას გეგმავს დაცვის მხარე

"დავანახებთ საზოგადოებას, რა ადეკვატური მკურნალობა უტარდება სააკაშვილს და რა დღეშია ის"- განცხადება "ტვ პირველთან" მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. 

მისი კომენტარიდან ირკვევა, რომ არსებობს კონკრეტული ფოტო, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ.

ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატებს არ სურდათ, ფაქტი სასამართლოს გარეთ გაესაჯაროებინათ, თუმცა დაცვის მხარეს სხვა გზას არ უტოვებენ.

უფლებადამცველის შეფასებით, სააკაშვილს საზოგადოებას უმალავენ, რომ ხალხმა არ ნახოს მდგომარეობის სიმძიმე. 

ჩვენ გვაქვს გარკვეული მექანიზმები მოფიქრებული, სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას საზოგადოებას ვანახებთ. თავს ვიკავებდით ამისგან, თუმცა რახან გვაიძულეს"- თქვა ხაჭაპურიძემ.  

"ტვ პირველის" ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - საუბარია თუ არა უახლეს ფოტოზე, იურისტმა დადებითი პასუხი (რა თქმა უნდა)  გასცა. 

მსგავსი სიახლეები