ტაქსის მძღოლად იმუშავოს მშობლიურ ქუთაისში - ხაჭაპურიძე რატი ბრეგაძეს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრს გაადგომას ურჩევს.
ხაჭაპურიძე რატი ბრეგაძეს სთავაზობს, მშობლურ ქუთაისში ტაქსის მძღოლად იმუშავოს.
საერთოდ, არანაირი ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობდეს, უნდა შეხედოთ სააკაშვილს და დაინახავთ, რომ ეს არის მომაკვდავი ადამიანი. ამის ჩვენება არ უნდათ და ამის დამალვის მცდელობა იყო მისი არჩართვა.
სიმართლე გითხრათ, მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, შემრცხვებოდა და ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა, უფრო მეტ ფულს იშოვიდა - განაცხადა ხაჭაპურიძემ.