"არაფერს ვნანობ" - ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე
ივანიშვილის დაჯგუფების წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გასროლილ ფრაზას არ ნანობს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, ჯაფარიძე ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათი კრიტიკა უსამართლოა და აქედან გამომდინარე, უინტერესოც.
არაფერს არ ვნანობ. ამ ქვეყანას აქვს კანონები. ამ კანონში გაწერილი არ არის, რომ ავადმყოფი საზღვარგარეთ უნდა გადავიყვანოთ სამკურნალოდ. რა გავაკეთოთ ახლა? 10-მა პარლამენტარმა თქვა, გადაიყვანეთ და გადავიყვანოთ? არ მაინტერესებს ფოტიგას კრიტიკა იმიტომ, რომ უსამართლოა.
თუ ჩვენი ქვეყნის სტატუსი მიშას ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, მიშას საზღვარგარეთ გადაყვანაზეა დამოკიდებული, რა გავაკეთოთ? კანონი დავარღვიოთ? რომელი უფლებაა დარღვეული, საავადმყოფოში არ არის, არ მკურნალბენ, თუ რა? , - თქვა ჯაფარიძემ.