ოპოზიციამ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - მელია
ნიკა მელია ამბობს, რომ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენის შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს.
„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ სულ მცირე, გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.