პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, ივანიშვილის დასჯა უნდათ - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

14.12.22 14:10
პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, ივანიშვილის დასჯა უნდათ - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება მოითხოვეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ მიზანს მეცენატი და ქველმოქმედი ივანიშვილის დასჯა წარმოადგენს.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ აღნიშნული დეპუტატები ევროპას სულაც არ წარმოადგენენ.

კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან პოლიტიკურად მოტივირებული და სწორედ ამიტომ ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევას მართლმსაჯულებაში და სხვა საქმეებში. აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, რომ ერთის მხრივ მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება და მეორეს მხრივ, მოითხოვონ ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ეს არის მათი პოლიტიკლური მოტივაცია. ასეთი ევროპა არ არის ევროპა. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა ყველაფერს და ეს 10 კაცი არ განასახიერებს არანაირი სახით ევროპას, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები