მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა - განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ დღეს მესამე პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე - დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძელებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას.
რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის.
ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს - წერს სააკაშვილი.