ხელისუფლებამ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა - ხაჭაპურიძე

14.12.22 15:09
ხელისუფლებამ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა - ხაჭაპურიძე

ხელისუფლებამ დღეს სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ ტექნიკური პრობლემა არ იყოს და რეალურად, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დისტანციურად ჩართვა იუსტიციის სამინისტრომ არ ისურვა. 

ხაჭაპურიძის თქმით, მსგავსი რამ სტალინის დროსაც არ მომხდარა. 

დღეს ხელისუფლებამ სააკაშვილს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. არ მოინდომა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ეჩვენებინათ მომაკვდავი სააკაშვილი. ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენიცურიდან და უნდა მოსულიყო შესაბამისად, სასამართლოს თანამშრომელი. არც ერთი, არც მეორე არ გამოცხადებულა. 
ჩვენ ახლა მივმართავთ სასამართლოსაც, მივმართავთ პენიტენიცურს, საელჩოებს, სამინისტროებს, რომ დროულად უზრუნველყონ მყარი გარანტიები, რომ სააკაშვილს მიეცემა ელემენტარული უფლება. მსგავსი რამ სტალინის პირობებშიც კი არ მომხდარა, - თქვა ადვოკატმა. 

 

მსგავსი სიახლეები