"ვივამედში" ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენციურიდან - ხაჭაპურიძე

14.12.22 15:15
"ვივამედში" ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენციურიდან - ხაჭაპურიძე

"იუსტიციის სამინისტრომ მომაკვდავი სააკაშვილის ჩვენებაზე იარი თქვა" - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ "დღეს ხელისუფლებამ სააკაშვილსსასიკვდილო განაჩენი გამოუტანა".

არ მოინდომა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ეჩვენებინათ მომაკვდავი სააკაშვილი. ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენიცურიდან და უნდა მოსულიყო შესაბამისად, სასამართლოს თანამშრომელი. არც ერთი, არც მეორე არ გამოცხადებულა. 

ჩვენ ახლა მივმართავთ სასამართლოსაც, მივმართავთ პენიტენიცურს, საელჩოებს, სამინისტროებს, რომ დროულად უზრუნველყონ მყარი გარანტიები, რომ სააკაშვილს მიეცემა ელემენტარული უფლება. მსგავსი რამ სტალინის პირობებშიც კი არ მომხდარა, - თქვა ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები