სანამ სააკაშვილი კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, კუჭზე ოპერაცია ჩაიტარა - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წონაში იმიტომ დაიკლო, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე კუჭზე ოპერაცია გაიკეთა.
კალაძე ამბობს, რომ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის წონაში კლებას, თბილისის მერი სააკაშვილს ურჩევს, რომ იკვებოს.
„სანამ სააკაშვილი კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია. როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა.
ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში“,- აღნიშნა კალაძემ.