იუსტიციის მინისტრის დასკვნა სააკაშვილის “სიმულაციასთან” დაკავშირებით წმინდა წყლის სპეკულაციაა - გია ხუხაშვილი
სიმულაცია არის ქმედება, რომლის შედეგადაც ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არა რეალური გაუარესება, არამედ მხოლოდ იმიტაცია. - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იუსტიციის მინისტრს განუმარტავს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში მის მიერ გამოყენებული ტერმინი ,,სიმულაცია" რეალობას არ ასახავს.
გია ხუხაშვილის მტკიცებით, რატი ბრეგაძემ სააკაშვილთან მიმართევბაში აღიარებითი ჩვენება მისცა და მტკიცებულებების გამოქვეყნებაც დააანონსა.
სიმულაცია შეიძლება ეწოდოს პაციენტის ქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არა რეალური გაუარესება, არამედ მხოლოდ იმიტაცია. - ა
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად უარესდება, მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი, არის მკურნალობის საბოტირება, ან თუნდაც სუიციდის მცდელობა.
იუსტიციის მინისტრი რადგან ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამიტომ მისი დასკვნა “სიმულაციასთან” დაკავშირებით წმინდა წყლის სპეკულაციაა.
თუ მკურნალობის საბოტირებასთან გვაქვს საქმე და სახელმწიფო ამას მშვიდად ადევნებს თვალს, ეს გახლავთ თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
ანუ, იუსტიციის მინისტრმა გუშინ მისცა აღიარებითი ჩვენება, ერთგვარად დააანონსა საკუთარი დანაშაული და ამის მტკიცებულების გამოქვეყნებასაც დაგვპირდა - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს კადრების გავრცელებით აშანტაჟებს. სკანდალური განცხადება რატი ბრეგაძემ საგანგებოდ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, გააკეთა.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ არსებობს კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სიმულაციის შედეგია.