პროცესის ზედმეტად შეფერხება შეშფოთებას და დამატებით კითხვებს იწვევს - ელჩი სააკაშვილის საქმეზე

14.12.22 15:28
პროცესის ზედმეტად შეფერხება შეშფოთებას და დამატებით კითხვებს იწვევს - ელჩი სააკაშვილის საქმეზე

საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა მთავრობის პრეროგატივაა. 

კელი დეგნანის თქმით,  პროცესის შეფერხება  დამატებით კითხვევს იწვევს: 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადრეც ავღნიშნეთ და ახლაც ვამბობთ. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება. პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და დამატებით კითხვებს

მსგავსი სიახლეები