საქართველოს სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება, თუ ამას კალაძე ვერ იაზრებს, ის ქვეყნის მავნებელია - სამნიძე

14.12.22 15:38
საქართველოს სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება, თუ ამას კალაძე ვერ იაზრებს, ის ქვეყნის მავნებელია - სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება და თუ ამას თბილისის მერი ვერ აცნობიერებს, მაშინ კალაძე ან უცოდინარია, ან თავისი ქვეყნის მავნებელი.

სტატუსი ამ ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება იმიტომ, რომ ეს არის გარანტია, თავდაცვა და დაცვა, როცა ჩვენ აღმოვჩნდებით და არ უნდა აღმოვჩნდეთ პირისპირ რუსეთთან. ამას თუ ვერ, ან არ იაზრებს კახი კალაძე, ის არის უცოდინარი, ან მავნებელი და ქვეყნისთვის არ სჭირდება სტატუსი.

ამ ქვეყანას სტატუსი სჭირდება და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს.  თუ 12 პუნქტში პირდაპირ არ წერია პატიმრობა, იქ წერია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

იმას, რაც დღეს ხდება, არაფერი საერთო არ აქვს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან. „ოცნების“ ლიდერები ესაუბრებიან საკუთარი ამომრჩევლის მცირე ჯგუფს, რომელიც არის რევანშზე და შურისძებაზე ორიენტირებული და ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰუმანური გადაწყვეტილება არის სისუსტე“. - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

მსგავსი სიახლეები