თუ მიშას დახსნა პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, რა გვინდოდა ამდენ ხანს იქ? - რომან გოცირიძის პასუხი ნიკა მელიას

14.12.22 15:48
თუ მიშას დახსნა პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, რა გვინდოდა ამდენ ხანს იქ? - რომან გოცირიძის პასუხი ნიკა მელიას

ნიკა მელიას მოწოდებას ოპოზიციის მიმართ, რომ დატოვონ პარლამენტი, ბევრი მომხრე არც მის პარტიაში გამოუჩნდა. ენმ-ს წევრები ვერ ხედავენ აუცილებლობას, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

აქტიურ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართული ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აქვთ ბერკეტი, უცხოეთში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში ყოფნისას დასავლელ პარტნიორებს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციები მიაწოდონ. 

მიხეილ სააკაშვილის, ან ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნა თუ პარლამენტის დატოვებაზეა დამოკიდებული, მაშინ რა გვინდა ამდენ ხანს საკანონმდებლო ორგანოში? თუ ასეთი უებარი წამალი არსებობს და მიგვიგნია ამ წამლისთვის? თურმე დეპუტატების ბრალი ყოფილა, მიშა ასეთ დღეში რომ არის. არ არის ასე მარტივად საქმე.

რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო დელეგაცია, არც ის რეზოლუციები იქნებოდა, რომელსაც ახლა ვხედავთ, არც სტრასბურგში, არც კონგრესში - აცხადებს რომან გოცირიძე. 

 ნიკა მელია პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ახლა პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების  გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები