430 მომხრე, 52 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

14.12.22 16:10
430 მომხრე, 52 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

430 მომხრე 52 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დეპუტატებმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი.

რეზოლუცია სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "საქართველოში დემოკრატია სუსტდება". ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილს. 

ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიმართავენ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ გამოიყენოს უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები