კადრების გასაჯაროება არაა მისასალმებელი - დავით სერგეენკო სააკაშვილზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ კადრების გასაჯაროვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
კადრების გასაჯაროება არაა მისასალმებელი, გარდა იმისა, თუ უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არაა.
არის სასიცოცხლო პარამეტრები, სიმპტომები, რომლის სიმულაციაც შეუძლებელია და არის ქცევითი მოქმედებები, რომლის სიმულაციაც შესაძლებელია.
ექიმების ფუნქცია არის დაკნინებელი და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები - განაცხადა დავით სერგეენკომ.
იუსტიციის მინისტრმა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულაციას და აღნიშნულის შესახებ მტკიცებულებების გასაჯაროვებით დაიმუქრა.