ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში; ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; - წერია დოკუმენტში.
ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია დაამტკიცა.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "საქართველოში დემოკრატია სუსტდება".
ამასთან, დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ გამოიყენოს უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
რეზოლუციას მხარი 430 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 52 დეპუტატი წავიდა, 126-მა თავი შეიკავა.