ბიძინას ღვაწლი შეუფასებელი და დაუფასებელია - "ოცნება" ივანიშვილის სანქცირებაზე

14.12.22 17:34
ბიძინას ღვაწლი შეუფასებელი და დაუფასებელია - "ოცნება" ივანიშვილის სანქცირებაზე

ევროპარლამენტში ივანიშვილის სანქცირების საკითხის დამტკიცების შემდეგ "ქართული ოცნება" მიმალვაშია.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობა გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში უკომენტაროდ დატოვა.

დეპუტატების ნაწილისთვის კი, ვინც საკანონმდებლო ორგანოშია, ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, გაიზიარებს თუ არა ახლა ამ გადაწყევტილებას ევროკომია.

„ოცნების“ დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილის თქმით, არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც ვინმეს სახელზე იქნება მორგებული, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილზე.

როგორ შეიძლება კანონის მიღება, რომელიც ვინმეს სახელზე და გვარზეა მორგებული, მითუმეტეს ბიძინასი, რომლის ღვაწლიც ქართული ერის მიმართ არის შეუფასებელი და დაუფასებელი“, - ამბობს ზავრადაშვილი. 

ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების საკითხი დაამტკიცა.
 

მსგავსი სიახლეები