ევროპარლამენტარების კატეგორიული მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილი შიმშილობაზე უარს ამბობს
ევროპარლამენტარების კატეგორიული მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილი შიმშილობაზე უარს ამბობს. მესამე პრეზიდენტის გზავნილი 2 საათის წინ "ვივამედის" პალატიდან მისმა ადვოკატმა გამოიტანა. ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ შიმშილობით შესაძლოა, სააკაშვილმა დამატებითი საბაბი მისცეს ხელისუფლებას, რომ თავად იყენებს ზიანს.
სანაცვლოდ ევროპელი დეპუტატები პირობას აძლევენ პრეზიდენტს, რომ მისი უფლებების დასაცავად დიპლომატიური ძალების სრული მობილიზაცია მოხდება.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც კი არ მისცეს. მესამე პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნაა, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს.
პრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს. შოთა თუთბერიძე ითხოვს, ოფიციალურ გარანტიას რატი ბრეგაძის უწყებიდან, რომ სააკაშვილს ჩართვის საშუალებას მომავალ პროცესზე მაინც მისცემენ.
რას წერს სააკაშვილი პალატიდან? - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.