გადამწყვეტი პროცესი სააკაშვილის გარეშე - მესამე პრეზიდენტი დღესაც გადამალეს
გადამალული პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესზე არ ჩართეს. ირკვევა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა 5 დღის განმავლობაში პალატაში ერთი კომპიუტერის შეტანა ვერ უზრუნველყო.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება გაწელოს პროცესი და შესაბამისად სრულ იზოლაციაში ჰყავდეს მომაკვდავი მესამე პრეზიდენტი.
პენიტენციური სამსახურის ადვოკატს, ნიკა აბრამიშვილს სასამართლოს შენობის დატოვება გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მოუწია. ჟურნალისტებს გაექცა, თუმცა ავტომობილთან სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილების მოსმენა მაინც მოუწია.
საბოლოოდ, პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. ჯერ კვლავ უცნობია, 8 დღის შემდეგ მაინც თუ მიეცემა მესამე პრეზიდენტს უფლება, საკუთარ სასამართლოს დაესწროს.