სანქციები ივანიშვილს, თავისუფლება სააკაშვილს - ევროპარლამენტმა ისტორიული რეზოლუცია დაამტკიცა
სანქციები ბიძინა ივანიშვილს, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს - ევროპარლამენტმა ისტორიული რეზოლუცია დაამტკიცა.
ევროპარლამენტი მოუწოდებს, ევროპის საბჭოს სანქციები დაუწესოს ქართველ ოლიგარქს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილი არა ყოფილ პრემიერ მინისტრად, ან არაფორმალურ მმართველად, არამედ პირდაპირ ოლიგარქად არის მოხსენიებული.
ივანიშვილთან ერთად ევროპარლამენტი ოლიგარქის იმ გარემოცვის დასანქცირებასახ ითხოვს, ვინც ქვეყნის უკუსვლაშია მხილებული.
რეზოლუციის კიდევ ერთი მთავარი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. სტრასბურგი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს დროულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება - მოსილება გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.
ისტორიულ რეზოლუციას ევროპარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ივანიშვილის სანქცირებას 430 მა ევროპელმა დეპუტატმა ხელი მოაწერა.
ყველა დეტალი ისტორიული სხოდმიდან - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში