"ოცნება" ევროკავშირის წინააღმდეგ - ივანიშვილის მემკვიდრეებმა ქვეყნის მეგობრები მტრებად გამოაცხადეს
სკანდალური აღიარება პარტიის გენერალური მდივნისგან - "თუ ევროპისგან ასეთი დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსი, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ" - თქვა დღეს კახი კალაძემ.
დედაქალაქის მერის რიტორიკას არც პარტიის თავმჯდომარე ჩამორჩა და ევროპარლამენტარებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს, პარლამენტიდან კორუმპირებულები ეძახა.
"ისინი ყველა კორუფციის სათავეში დგანან". - განაცხადა კობახიძემ.
მოვლენები კი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროპარლამენტმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა.
ვის მოუწია დღეს ოლიგარქის დაცვა? - ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში