თავდასხმა საქართველოს ბანკზე - ბოლო ინფორმაცია ყაჩაღობის ადგილიდან

14.12.22 19:59
თავდასხმა საქართველოს ბანკზე - ბოლო ინფორმაცია ყაჩაღობის ადგილიდან

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. დაყაჩაღებულია  პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი.  ბანკში ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა და  მუქარის შედეგად გაიტაცა თანხა.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა  ბანკის დაცვის თანამშრომლებს ხელები ე.წ სკოჩით შეუკრა და ასე გაანეიტრალა ისინი.

თავდასხმა ბანკზე 2 საათის წინ მოხდა. მაშინ როდესაც საფინანსო დაწესებულება იხურებოდა. რა რაოდენობით ფულია წაღებული ჯერ უცნობია. ბანკის ეს ფილიალი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ და ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს. ამ დრომდე ადგილზე მუშაობს საგამოძიებო სამსახური და ბანკის თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები