დაირღვა თუ არა სააკაშვილის უფლებები - პირველი ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან
პირველი ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან - ნინო ქადაგიძე სააკაშვილის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ისრები იუსტიციის სამინისტროსკენ გადააქვს.
ქადაგიძემ დღეს აღიარა, რომ სასამართლო სრულ მზადყოფნაში იყო მესამე პრეზიდენტის ჩართვა განეხორციელებინა.
რატომ ვერ მოახერხა ტექნიკური უზრუნველყოფა პენიტენციურმა სამსახურმა? - "ეს რატი ბრეგაძეს კითხეთ" - აცხადებს ქადაგიძე.
დაირღვა თუ არა სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება - "პირველების"ამ კითხვაზე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს რომ არ დარღევულა.
რაც შეეხება თავად სასმართლო სისტემას, ნინო ქადაგიძ თქმით დასავლეთი "უხეშად ერევა სასამართლოს საქმეებში".