სააკაშვილზე კადრების გავრცელების მიზანი საზოგადოების აზრის მანიპულაციას ემსახურება, არავინ იცის რა ნაწილი დაამონტაჟეს - ეკა გიგაური

14.12.22 21:46
სააკაშვილზე კადრების გავრცელების მიზანი საზოგადოების აზრის მანიპულაციას ემსახურება, არავინ იცის რა ნაწილი დაამონტაჟეს - ეკა გიგაური

პრეზიდენტ სააკაშვილზე კადრების გავრცელების მიზანი საზოგადოების აზრის მანიპულაციას ემსახურება - ამის შესახებ განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა გააკეთა. 

ეკა გიგაურის შეფასებით, კადრების გავრცელება "კანოსაწინააღმდეგო ქმედებასთან ერთად არის სრულიად წარმოუდგენელი და სამარცხვინო ქმედება".

არავინ იცის როდის გადაიღეს ეს კადრები და რა ნაწილი დაამონტაჟეს. შეგახსენებთ, რომ ციხიდან გავრცელებულ კადრებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა უკვე დაადგინა დარღვევა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს იგივე და მიზანმინართულად დაარღვიეს კანონი. რაზე უნდა ილაპარაკო ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც კანონის უზენაესობას უნდა ემსახურებოდნენ, მიზანმიმართულად და დაუფარავად კანონის მოთხოვნების იგნორირებას აკეთებენ. რაც არ უნდა თქვას დღეს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მათ ხელშია და მათი პასუხისმგებლობაა. კადრების გავრცელება არ უშველით იქ იმ ადამიანს რამე რომ დაემართოს. თავიდან ბოლომდე ეს საქმე მათ კისერზე არის და იქნება"- წერს გიგაური. 

მსგავსი სიახლეები