პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა სამედიცინო პერსონალის სერიოზული დანაშაულია - ექიმი

14.12.22 23:10
პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა სამედიცინო პერსონალის სერიოზული დანაშაულია - ექიმი

კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ წერს, რომ "ვივამედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროვება მათი ნებართვის გარეშე მოხდა".

მისი თქმით, კლინიკამ პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა.

მედიკოსი ამბობს, რომ პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა სამედიცინო პერსონალის დანაშაულია

სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციალურ სისტემასთან ერთად.
პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.
მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
უცოდინრობის ასეთი რა ხარისხი გჭირთ რომ თქვენი უფლებები და მოვალეობები ანაბანის დონეზეც კი არ იცით?"- 
წერს კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი. 

მსგავსი სიახლეები