"ოცნებამ" ევროპარლამენტის რეზოლუციას წამების ამსახველი ვიდეოთი უპასუხა - გიორგი ვაშაძე

14.12.22 22:40
"ოცნებამ" ევროპარლამენტის რეზოლუციას  წამების ამსახველი ვიდეოთი უპასუხა - გიორგი ვაშაძე

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას  წამების ამსახველი ვიდეოთი უპასუხა - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას. პირველად, ევროკავშირის რეზოლუციაში პირდაპირ, მკაფიოდ ნათქვამია, პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვასთან მიმართებაში. ასევე პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიასთან მიმართებით და მე მინდა მივმართო მას, პასუხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის წამების ამსახველი ვიდეო და ეს ვიდეო არის დამონტაჟებული, მოიცავს სხვადასხვა პერიოდს წლის მანძილზე და პირდაპირ ასახავს, ერთის მხრივ რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და როგორ უნდათ, რომ ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი აქციონ რაღაცად"- თქვა ვაშაძემ. 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები