იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, სააკაშვილმა ორ თვის წინ დამოუკიდებლად წამოდგომა შეძლო
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ორი თვის წინ, 2022 წლის 4 ოქტომბერს, კლინიკა "ვივა მედში", საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, შემდეგ კი წამოდგომა შეძლო. ამის ამსახველი კადრი სპეციალურიმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი თვის დაგვიანებით, 14 დეკემბერს გაავრცელა. ამ თარიღის ვიდეომასალაში სხვა მოქმედება არ ჩანს, სააკაშვლის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ვიდეო წყდება.
კადრი, შენელებით ტოვებს შტაბეჭდილებას, რომ წამოდგომის შემდეგ სააკაშვილი წონასწორობას კარკავს, სწორედ ამ დროს ვიდეო წყდება, ეს კი აჩენს განცდას, რომ ვიდეოს ამ ნაწილში სააკაშვილი ეცემა, ფრაგმენტი კი გავრცლებული ვიდეომასალიდან ამოჭრეს.