სააკაშვილის პროცესები უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით - დეგნანი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა წარიმართოს - განცხადება ამერიკის ელჩმა მესამე პრეზიდენტის კადრების გავრცელების შემდეგ გააკეთა.
კელი დეგნანი ამბობს, რომ მთავრობა ვალდებულია სააკაშვილის უფლებები დაიცვას:
მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა რომ დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევა. მაშინ როდესაც მიმდინარეობს სასამართლო მოსმენები ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ძირითადი ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებით"- თქვა ელჩმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა.
რატი ბრეგაძის უწყების მტკიცებით, დამონტაჟებული ვიდეო "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".