ხელისუფლება ავრცელებს ფაბრიკაციაებს, რათა მოახდინოს ოპოზიციური ლიდერების დისკრედიტაცია - წიკლაური
"ხელისუფლებას ისღა დარჩენია, გაავრცელოს ცრუ ჩანაწერები და ფაბრიკაციაები, რათა მოახდინოს ოპოზიციური ლიდერების დისკრედიტაცია"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
ოპოზიციონერი ეკა ხერხეულიძის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაუურა, რომლის მიხედვითაც, ,,ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს ასმენინებენ მელიას გაყალბებულ საუბარს და უმტკიცებენ, რომ ის მიხეილ სააკაშვილს ლანძღავს.
ნუგზარ წიკლაური პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ ისე დაკარგა საზოგადოების ნდობა, რომ ფაბრიკაციებისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელება დაიწყო.
"ეს არის სუსის ფაბრიკაცია, რომელსაც გარკვეული ადამიანები ასმენინებენ, თითქოს ეს არის ნიკა მელიასა და ყველასთვის ცნობილი ადამიანის საუბარი"- ამბობენ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ახლა დგება დრო, როცა ხელისუფლება მთლიანად კარგავს საზოგადოების ნდობას და ერთადერთი, რაც მას დარჩენია, თავისი სატელიტების ხელით გაავრცელოს სხვადასხვა ტიპის ცრუ ჩანაწერები, ფაბრიკაციები, რათა მოახდინოს ოპოზიციური ლიდერების დიკრედიტაცია - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
სკანდალური განცხადება ეკა ხერხეულიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.