,,ოცნებამ" თავისი ქმედებებით ქვეყანას მოკავშირე აღარ დაუტოვა - მიხეილ დაუშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" თავის ქმედებების წყალობით ჩვენს ქვეყანას მოკავშირე არ დაუტოვა - ამის შესახებ პარტიის ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა, განაცხადა.
გახარიას თანაპარტიელის განმარტებით, მმართველი გუნდის ლიდერები სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვით გვაშორებენ დასავლეთს.
მოკავშირე აღარ დაუტოვა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესების დამცველი იქნება.
,,ოცნება" ფაქტობრივად, ყოველდღიურად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს იმითი, რომ ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინებით გვაშორებს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს - თქვა მიხეილ დაუშვილმა.
,,ქართული ოცნების" მორიგი იერიში ევროპარლამენტარებზე. სახელისუფლებო პარტია კრიტიკული რეზოლუციიის მიღების შემდეგ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმის და საბოტაჟში ადანაშაულებს.
კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი თვლის, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.