იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის წინააღმდეგ საჩივარი შეგვაქვს - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მესამე პრეზიდენტის კადრების გასაჯაროვების გამო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ.
"დაახლოებით, 1 საათში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ შეგვაქვს საჩივრები. ეს საჩივრები გამზადებულია, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ფაქტთან დაკავშირებით"- აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ დარღვეულია.
მათ მაინც მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის სასმართლოზე ჩართვა და უნდათ საზოგადოების რეაქცია შეანელონ"- თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ "ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით გრძელდება".