ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, ახლაც იგივეს აგრძელებს - ბურჭულაძე სააკაშვილზე

15.12.22 12:21
ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, ახლაც იგივეს აგრძელებს - ბურჭულაძე სააკაშვილზე

რა მიზანს ემსახურებოდა და დაარღვია თუ არა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები  კადრების გავრცელებით? - თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, გუშინ დადასტურდა, რომ "მიხეილ საკააშვილი ტერორს აგრძელებს". 

მეტიც, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს "სიმულაციას". 

კადრებით საზოგადოებამ დაინახა და ამაზე მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა, იქ არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. აქ ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,"- განახადა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები