მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენება იყო აუცილებელი - გია ვოლსკი
აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენება საზოგადოებისთვის - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გია ვოლსკის. მისი განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იყენებდა.
ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ამ კადრების ჩვენება იყო აუცილებელი. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, აჩვენო ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, მაგრამ ფაქტია, რომ დახასიათება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა იმდენად ინტენსიურად და გააფრთრებით იყო გამოყენებული სახელმწიფოს ინტერესების, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რომ ეს აუცილებლობა დადგა - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის ამსახველი დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. ფაქტს ადვოკატებისა და მიხეილ სააკაშვილის პროტესტი უკვე მოყვა.
არასამთავრობო სექტორშიი აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები დაირღვა.