დღეს მივმართე ჯო ბაიდენს - ნათელაშვილის საახალწლოდ აშშ-სგან ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

15.12.22 13:11
დღეს მივმართე ჯო ბაიდენს - ნათელაშვილის საახალწლოდ აშშ-სგან ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ჩვენი 10 წლიანი ბრძოლა ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირებაზე დამაგვირგვინებელ ფაზაში შედის - ასე გამოეხმაურა  ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი  ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას. 

პირველი ლეიბორისტი ამბობს, რომ დღეს ამერიკის პრეზიდენტს მიმართა, რათა ოლიგარქის ფინანსური ნეიტრალიზაცია დაასრულოს. 

10 წლის უკან ჩვენი პარტიის მიერ მთელ მსოფლიოში დაწყებული ბრძოლა ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირებაზე, რაც ერთადერთი გზაა მისი თავიდან მოცილებისა, შედის თავის დამაგვირგვინებელ სტადიაში. 

გუშინ ევროპის პარლამენტმა უკვე პუნქტუალურად მოითხოვა ამ უზურპატორის დასანქცირება, ხოლო დღეს მივმართეთ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დააჩქაროს საქართველოს დიქტატორის ფინანსური ნეიტრალიზაცია, რაც იქნება საახალწლოდ, საშობაოდ ქართველი ხალხისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი. - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები