ენმ-მ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

15.12.22 13:20
ენმ-მ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა. ენმ-ის წევრებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ კაბინეტებიდან სააკაშვილის „სიკვდილით დასჯის ყურებას" და იბრძოლებენ მისი "რუსული რეჟიმისგან დასახსნელად". 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროტესტის გაგრძელებას ქუჩაში გეგმავენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რუსული ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია; ხელისუფლების, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობით და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით“, - აცხადებენ ენმ-ში

მსგავსი სიახლეები