სააკაშვილი დღეიდან პენიტენციური სამსახურის მიწოდებულ საკვებს აღარ მიიღებს

15.12.22 13:10
სააკაშვილი დღეიდან პენიტენციური სამსახურის მიწოდებულ საკვებს აღარ მიიღებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეიდან პენიტენციური სამსახურის ხელში გამოვლილ საკვებს აღარ მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პაციენტი მიიღებს ისეთ საკვებს, რომელსაც ოჯახი შეუტანს.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სისტეამს შეუძლია, დახედოს, შეამოწმოს საკვები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. 

მიზეზი ამის არის ის, რომ გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული, მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის იძულებულია, მიმართოს ამ ზომებს"- თქვა ხაჭაპურიძემ. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული კადრები ნახა. 

სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებთ - ეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ეს უნდა შეწყდეს. აშკარად ეტყობა მას, რომ არის ნანერვიულებულები. ემოციური განცდების ქვეშაა, აქვს სიცხე, 38 გრადუსი"- დასძინა ხაჭაპურიძემ. 

მსგავსი სიახლეები