მიხეილ სააკაშვილი დარღვეული უფლებები - გიორგი ბურჯანაძის შეფასება კადრებთან დაკავშირებით
მიხეილ სააკაშვილი დარღვეული უფლებები - სახალხო დამცველის მოვალობის შემსრულებელი, გიორგი ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას მმართველი გუნდის მხრიდან განხორციელებულ არასწორ ქმედებას უწოდებს.
მისი თქმით, გაღიზიანება და შესაძლო ძალადობრივი ქმედება მესამე პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც კადრებშია ასახული, გამოწვეულია იმ სამედიცინო გართულებებით, რომელიც აღენიშნება მიხეილ სააკაშვილს, ამიტომაც ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ სიმპტომების და შედეგის გამოყენება პაციენტის საწინააღმდეგოდ არასწორია.
გავრცელდა კადრები, რომ თითქოს პაციენტის რეალური სამედიცინო საჭიროება არ არსებობდა, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასე არ არის. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს კადრები ოქტომბერშია გადაღებული. მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება კი სწორედ ოქტომბრის შემდეგ იწყება.
დღევანდელი რეალობის შესაფასებლად და გარკვეული საჯარო ინტერესის ასასახად იმ კადრების გამოყენება, რომელიც რეალურად არის უფრო ადრე გადაღებული, ვიდრე მისი დღევანდელი რეალური სამედიცინო საჭიროება, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ საჯარო ინტერესს ვერ ასახავს და აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენდა პროპორციულ ჩარევას პირადი ცხოვრების და ჯანმრთელობის უფლებით დაცულ სფეროში.
დღევანდელი რეალობის სამტკიცებლად ვერ იქნება გამოყენებული ის კადრები, რომელიც ოქტომბერშია გადაღებული.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო გართულებები, რომელიც აღენიშნება მიხეილ სააკაშვილს, მისი დამახასიათებელი სიმპტომი და შედეგი არის გარკვეული გაღიზიანება, გარკვეული შესაძლოა ძალადობრივი ქმედება, რაც სამედიცინო საჭიროებიდან მომდინარე რეალობაა. აქედან გამომდინარე, ამ სიმპტომის, ამ შედეგის გამოყენება პაციენტის საწინააღმდეგოდ, მიგვაჩნია, რომ არასწორია“, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.