რატომ უმაგრებთ ზურგს გაკოტრებულ დიქტატორს? - ნათელაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ კვლავ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნით ისინი რეჟიმს არსებობას უხანგძლივებენ, ამიტომაც ითხოვს, გამოვიდნენ კოლეგები ქუჩაში და შექმნან წინააღმდეგობის ფრონტი.
მიკვირს, რატომ ზის დღემდე ოპოზიცია ე.წ. პარლამენტში? რატომ უმაგრებს ზურგს უკვე გაკოტრებულ და ჩამოგდებულ დიქტატორს?
მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი თქვენც და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია.
დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ ჩვენს გმირ ადამიანებს ქუჩაში, რაც იქნება გარანტია, რომ რეჟიმი უმოკლეს ვადაში დაამთავრებს არსებობას - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.