სააკაშვილის ამ დამონტაჟებული კადრების ჩვენების გამო ცხვირში მიიღებს „ოცნება“ - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებით აღშფოთებას ვერ მალავს და ამბობს, რომ ამ დამონტაჟებული კადრების ჩვენება წამება.
ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობს, რომ ამის გამო "ოცნება ცვხირში მიიღებს".
"წამება ამ დამონტაჟებული კადრების ჩვენებაა. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. თუ კადრების გავრცელებას ამბობდნენ უნდა გადაეცათ და არა დამონტაჟებული სპეკულატიური კადრები, რაზეც ცხვირში მიიღებს „ოცნება“, აგერ ნახავთ თქვენ". - ამბობს ვაშაძე.