მიხელ სააკაშვილის სიკვდილი "ოცნების" პასუხიმგებლობა იქნება - ინტერვიუ ანდრიუს კუბილიუსთან

15.12.22 13:56
მიხელ სააკაშვილის სიკვდილი "ოცნების" პასუხიმგებლობა იქნება - ინტერვიუ ანდრიუს კუბილიუსთან

გავლენიანი ევროდეპუტატი ანდრიუს კუბილიუსი "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება არაჰუმანური მოპყრობა და ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა.

კუბილიუსი პირდაპირ ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს ხელისუფლების პასუხიმგებლობა იქნება.

მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი არ უნდა დავუშვათ, თუ ადამიანი კვდება ციხეში ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულობისა, ძალიან მკაფიოდ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა.

მთელი ეს ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდა და ამ მასალის საჯაროდ ჩვენება არის  ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა. მიჭირს სათანადო სიტყვების მოძებნა, ეს არის მიუღებელი იმ ქვეყნისგან, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ეს არის არაჰუმანური მოპყრობა. სასამართლო სისტემა მკვეთრად პოლიტიზებულია საქართველოში. შარლ მიშელის შეთანხმებაში "ქართული ოცნება" დაგვპირდა, რომ სასამართლოს პოლიტიზება შეწყდებოდა, თუმცა ეს ისევ გრძელდება.

ყველა არგუმენტი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, რომ სააკაშვილთან დაკავშრეით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მახსენებს იანუკოვიჩის პერიოდს, როცა იულია ტიმოშენკო ციხეში ჩასვეს, იანუკოვიჩისგანაც ანალოგიურ პასუხს ვიღებდით.

"ქართული ოცნების" ეს რიტორიკა არ მაკვირვებს. ამ ყველაფერს ჩვენ გავცემთ პასუხს, ისე როგორც მოვიქეცით უკრაინის შემთხვევაში.  თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია უარესდება, ქვეყანა არ უნდა ელოდოს იმას, რასაც სხვა ქვეყნები იღებენ ევროკავშირისგან. მომავალ წელს ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან რეალური მოლაპარაკებები დაიწყება, და სად იქნება ამ დროს საქართველო , ქვეყანა ასოცირებულ ტრიოს უკან ჩამორჩება". - ამბობს კუბილიუსი.

მსგავსი სიახლეები