სააკაშვილი VIP პალატაშია, ეუბნებიან "შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", "აბა, წამალი მიიღე", "აბა, მოისვენე" - ირაკლი ზარქუა

15.12.22 14:17
სააკაშვილი VIP პალატაშია, ეუბნებიან "შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", "აბა, წამალი მიიღე", "აბა, მოისვენე"  - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მიაჩნია, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროვებით დაესვა წერტილი სპეკულაციას, რომ ექსპრეზიდენტი ცუდად არის და რომ მას კლავენ.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, კადრებში კარგად ჩანს, რომ მიხეილ საკაშვილი საუკეთესო პირობებში იმყოფება, თუმცა ის ძალადობს პერსონალზე. 

ამ მწვალებელთა პარტია, მათი სატელიტები, ექსპერტები, დაქირავებული ლობისტები, ნამუსგარეცხილები როგორ ამბობდნენ, რომ „კლავენ პატიმარ სააკაშვილს“, „ცუდად არის“, „სისტემა ძალადობს“ და ა.შ.

კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნა, სავარაუდოდ, რომ სპეკულაციას დაესვას წერტილი. ასევე, საჯარო ინტერესიც მაღალი იყო. ცხადად იხილა მთელმა მსოფლიომ, რომ ის არის კლინიკაში, კეთილმოწყობილ გარემოში.

პირიქით, მისი მხრიდან ვნახეთ ძალადობის მთელი რიგი კასკადი, ვნახეთ, როგორ ცდილობს, თვითდაზიანება მიიყენოს, ხან ლოგინიდან ვარდება, ხან ემოციურად გამოხატავს. ვინც ემსახურებიან, ცდილობენ, გვერდში დაუდგენენ და იმათზე როგორ ძალადობს.

  სახელმწიფო რომ ძალადობს, აწამებს პატიმარ სააკაშვილს, ამას ხომ წერტილი დაესვა?!

გუშინ ყველამ ცხადად, ნათლად იხილა, რომ არავინ აწამებს, პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტრიდან, დამთავრებული ექიმით ცდილობენ, გვერდში დაუდგნენ, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას, ხელის კვრას, ძალადობას პატიმარი სააკაშვილისგან. დღეს ვნახეთ VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან "შენი ჭირიმე, აბა, ჭამე", "აბა, წამალი მიიღე", "აბა, მოისვენე".

არავინ ვართ ბედნიერი, რაც ვნახეთ, თუმცა, ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა", - განაცხადა ზარქუამ.

კლინიკა ,,ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ გასაჯაროვდა. 

მსგავსი სიახლეები