„ოცნება“ თავისი ქმედებებით დასავლეთს შორდება, ამიტომ მოვითხოვეთ ივანიშვილის დასანქცირება - კუბილიუსი
გავლენიანი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნება“ თავისი ქმედებებით დასავლეთს შორდება და სწორედ ამიტომ მოითხოვეს ევროპარლამენტში ივანიშვილის დასანქცირება.
კუბილიუსის თქმით, ევროპარლამენტში შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო.
„გუშინ დამტკიცებული რეზოლუციით, ჩვენ მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, აი ასე აღიქვამს ევროპარლამენტი სიტუაციას საქართველოში. ძალიან ვღელავთ მიმდინარე პროცესებით. ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ნაცვლად გადაწყვეტილებას არ იღებს, მაგრამ ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებსა და ერებს ევროკავშირისა, მოახდენს ძალიან დიდ გავლენას ადგილობრივ მთავრობასა და ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე.
საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებებით დასავლეთს შორდება“. - ამბობს კუბილიუსი.