სააკაშვილი რეკორდსმენია, სამი საათი იშიმშილა - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ "ნარატივი, რომ სააკაშვილი კვდება, ტყუილი აღმოჩნდა".
მაშინ როიცა ნაცმოძრაობის მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები შინ თუ გარეთ ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, აღმოჩნდა რომ კი არ კვდება, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა მედპერსონალს"- თქვა დეპუტატმა.
მისი თქმით, სააკაშვილის "სიმულაცია ხელის გულზე ჩანს":
რაც შეეხება მის სიმულაციას, რაც ჩანს და ხელისგულზეა, ამან აჩვენა შემდეგი - ეს ადამიანი ორმაგი რეკორდსმენი გახდა: მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, ახლა მოკლე შიმშილობაში მოხსნა რეკორდი - სამი საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე" - დასძინა "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობაზე უარი ევროპარლამენტარების კატეგორიული მოთხოვნით თქვა.
მესამე პრეზიდენტის შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ შიმშილობით შესაძლოა, სააკაშვილმა დამატებითი საბაბი მისცეს ხელისუფლებას, რომ თავად იყენებს ზიანს.