სააკაშვილის კადრების გაზიარება სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების ძალიან უხეში დარღვევა იყო - ბუწაშვილი

15.12.22 14:41
სააკაშვილის კადრების გაზიარება სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების ძალიან უხეში დარღვევა იყო - ბუწაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმაურება და სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების უხეშ დარღვევაზე საუბრობს.

"გუშინ პაციენტ სააკაშვილის კადრების გაზიარება სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების ძალიან უხეში დარღვევა იყო. თუკი ასეთი საყოველთაო ინტერესის ქვეშ მყოფი პაციენტის კადრები ასე მარტივად და უპრობლემოდ ვრცელდება, რიგითი პაციენტის შემთხვევაში რა მოლოდინი გვაქვს?

აქ, ხაზს ვუსვამ, არ ვეხები პატიმრის უფლებებს, ეს ჩემი სფერო არ არის და კანონებს არ ვიცნობ. როგორც რიგით მოქალაქეს, არც ის მომწონს, როდესაც მედიაში, მაგალითად, ჭირისუფლების კადრების გასაჯაროება ხდება ხოლმე, მაგრამ აქ რა მედიაკანონები მოქმედებს, არც ეს ვიცი და ამაზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.

აქ ვლაპარაკობ პაციენტის უფლებებზე, რომელთა დაცვა ჯანდაცვის სფეროს თითოეული წარმომადგენლის მოვალეობაა და რომლის დარღვევას ექიმებს ასე ადვილად არ გვპატიობს კანონი. ამიტომ ამ ფაქტს რეაგირება ჭირდება, რომ საყოველთაო სახე არ მიიღოს", - წერს ბუწაშვილი. 

მსგავსი სიახლეები