სააკაშვილის კადრების ამ ფორმით გავრცელება „ოცნების“ დიაგნოზია - ბუჩუკური
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამორალურს უწოდებს მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს.
მისი თქმით, ამ კადრების ამ ფორმით გავრცელება „ქართული ოცნების“ დიაგნოზია.
გარდა იმისა, რომ ამორალური იყო მსგავსი კადრების გავრცელება, ეს კადრები იმაზე მეტად, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, ამაზე მეტად ახსნა და დაადასტურა, თუ რა მდგომარეობაშია თავად „ქართული ოცნება“. ამ კადრების ამ ფორმით გავრცელება და ამ შინაარსით გავრცელება დიაგნოზია „ქართული ოცნების“, - ამბობს ანა ბუჩუკარი.